ოთხშაბათი, 2024-05-15 ამჟამად არის: 4:38 PM
კატეგორიები
რეკლამის ადგილი
ჩათ ბოქსი
200
მეგობარი საიტები
რეკლამის ადგილი
ლექსი(შნენ)
ლექსი(შნენ)

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა
არ ვიცოდი ვინ ან რატომ მენატრებოდა
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრად რატომ გადამქცევია

რწმენის წმონდა სანთლები რისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ ვის ვკარგავ ვის ვეძახი ვის ვეძებ?

გრძნობა იყო თუ არა ასე რატომ განვიცდი
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა
თავთან დიდი ვიყავი ღმერთთან ისე პატარა
რომ ფიქრებთან დარჩენილს ღამე ღამეს მითევდა
ნუთუ მართლა ე ს ქალი ამდენს მარტო იტევდა?
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა
გათენება მზის სხივი სითბო მენატრებოდა







სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]