პარასკევი, 2024-05-17 ამჟამად არის: 2:02 AM
კატეგორიები
რეკლამის ადგილი
ჩათ ბოქსი
200
მეგობარი საიტები
რეკლამის ადგილი
ანეკდოტების სამყარო
ანეკდოტების სამყარო

აფთიაქში:

- აციდიუმაცეტილოსალიცილიუმი გაქვთ?

- ასპირინი გინდათ?

- ჰო რა! სულ მავიწყდება ამ წამლის სახელი...


 

ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.

- როგორა ხარ?

- გადასარევად! შენ?

 

- მე გადავირიე უკვე

 

მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.

- ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს!

მერე გაიგო - დაუჭერიათო.

- ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო!


 

სვანები ლიფტში გაიჭედნენ. ცხელა, შეწუხდნენ.

- უჰ, კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა - თქვა ერთმა.


ნამდვილი რაჭული ანეკდოტი:

პოლონეთში ომის ვეტერანთა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია ჩავიდა. ათვალიერებენ, ხვდებიან, ომის წლებს იხსენებენ. საღამოს დელეგაციის წევრი ორი რაჭველი ვეტერანი არ ჩანს. ვერსად ვერ იპოვეს.

დილით ერთ-ერთი მოვიდა ტალახში ამოგანგლული.

- სადა ხართ, კაცო! - ეცა დელეგაციის ხელმძღვანელი.

- აქანა, ხიდის აფეთქება დაგვავალეს, და ვერ მოვასწარით მაშვინ, და ეხლა შევასრულეთ დავალება.

- რა დავალება, რის ხიდი, ხომ არ გაგიჟდი! მეორე სადაა?

- დეიღუპა გმირულად!




გაქურდულ ბინაში ჩატარებული გამოკვლევების დროს აღმოჩენილი ხელის ანაბეჭდების მიხედვით კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ქურდი იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად, და უახლოეს 2 წელიწადში მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული.



მელა, მგელი და დათვის ბელი ორმოში ჩავარდნენ. ვერ ამოდიან. მოშივდათ.

- ეგრე არ გამოვა, ყველანი შიმშილით დავიხოცებით - თქვა მელამ. სჯობს ერთ-ერთი ჩვენგანი შევჭამოთ, იქნებ დანარჩენები გადარჩნენ.

- მერე ვინ შევჭამოთ? - იკითხა მგელმა.

- მოდი, ვინც ყველაზე უმცროსია ის შევჭამოთ - შესთავაზა მელამ.

- მე 100 წლისა ვარ - თქვა მგელმა.

- უი, ზუსტად ჩემი შვილიშვილის ხნისა ყოფილხარ, იმას ენაცვალოს ბებო - დაიღვარა ცრემლად მელა და ბელისკენ აპარებს თვალებს.

დათვის ბელი კედელთან წევს და მუცელს იფხანს:

- მე სამი წლისა ვარ, მაგრამ რომ მომშივდება ვინ ვის შეჭამს იმასაც ვნახავ!



 

სვანი სტუმარს ასეირნებს სოფელში, კოშკებს ათვალიერებენ. უცებ სტუმარი იძახის:

- ვაიმე, იმ კოშკიდან ვიღაც კაცი თოფს მიმიზნებს!

- ჰო, მე მაგას ძმა მოვუკალი და ეტყობა სისხლის აღება უნდა - ამშვიდებს მასპინძელი.

- მერე რა მეშველება?

- შენ არაფერი გეშველება, მაგრამ ნუ გეშინია, მაგასაც ჩამოუვა სტუმარი და...


 

მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის).

- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს!

მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:

- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?

შეეჩეხა მეგრელს:

- შენ, არ გიყვარს სამშობლო?

- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა.

- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!

- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?



- იცი, ჩემი ძაღლი ლაპარაკობს.

- ვიცი, ჩემმა ძაღლმა მითხრა.



- ჩემი ძაღლი ეზოდან რომ ბრუნდება, ზარს რეკავს. შენი რეკავს?

- არა, ჩემსას თავისი გასაღები აქვს.

 

- მე ერთი ძაღლი მყავდა - დილას ადგებოდა, ჩევიდოდა პადიეზდში, ფოსტის ყუთიდან გაზეთებს ამეიღებდა, მომიტანდა ლოგინთან და...

- ეხლა არ თქვა წეიკითხავდაო თვარა მევიდა ბოთლი თავში...




- ბიჭუნა, რატომ თამაშობ ასანთით?

- არ ვთამაშობ, სიგარეტს ვუკიდებ.



- შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?

- ჩემმა არა. შენმა - იცის.



- შვილო, ნუ უსმენ მუსიკებს ასე ხმამაღლა, თორემ დაყრუვდები.

- გმადლობთ დედიკო, უკვე ვისადილე!


ცოლი - ქმარს:

- დებილი ვიყავი, შენ რომ გამოგყევი!

- ეეჰ, აბა მაშინ რა ვიცოდი...



 

- მამიკო, რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად?

- ხედავ? ბავშვსაც უკვირს!


- დედიკო, მიშიკომ სულ გამწუწააააა!

- არა უშავს, შვილო, შენც გაწუწე.

- როგორ გავწუწოოო, მე ხომ გოგო ვარ?




 

მეგრელი იღვიძებს ნამთვრალევი, გვერდზე ვიღაც ქალი უწევს. არაფერი არ ახსოვს.

- რამდენი წლისა ხარ შენ?

- რამდენისაც გამოვიყურები - გაიპრანჭა ქალი.

- ნუ იტყვილები ქალო, მაგდენს არ ცოცხლობენ!



 


მგელი და წითელქუდა შეხვდნენ;

- გამარჯობა, დებილო!

- კარგი, რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა... წითელი ფეხსაცმლები... ისე მართლა რა დებილივით მაცვია...




ქალმა საღამოს გზა შეიმოკლა და სასაფლაოს გავლით მიდის. თან კანკალებს. უცებ ზურგსუკან ნაბიჯების ხმა ესმის. გაუსკდა გული. ხმა ახლოვდება, ვიღაც ეწევა. სირბილით არა, მაგრამ მოდის, ჩქარა. რაც არის ეგ არისო და მოტრიალდა და - ვიღაც ტიპი მოდის, თავისთვის. ამოისუნთქა.

- უი, როგორ შემეშინდა - გაუღიმა უცნობს.

- ჰოო? არა უშავს, მეც მეშინოდა ხოლმე, როცა ცოცხალი ვიყავი.


- წელსაც მინდა პარიზში წასვლა.

- რავა რა, შარშან იყავი?

- არა, შარშანაც მინდოდა.




მამას ბავშვი გაატანეს - ამ ერთხელ შენ წაიყვანეო.

მიიყვანა უახლოეს ბაღში - იქ უთხრეს ჩვენთან არ არის ეგ ბავშვიო. მიიყვანა მეორეში - არც იქ. მესამეში, მეოთხეში...

- მამი - ეუბნება ბავშვი - ცოტაც და სკოლაში დაგვაგვიანდება







სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]