ხუთშაბათი, 2024-05-16 ამჟამად არის: 4:52 PM
კატეგორიები
რეკლამის ადგილი
ჩათ ბოქსი
200
მეგობარი საიტები
რეკლამის ადგილი
ანეკდოტები [3]
ანეკდოტები [3]
 
***
გაიცანით თქვენი ახალი თანამშრომელი – მადონა.
არ დაგავიწყდეთ ასწავლოთ რას აკეთებთ, როცა 
გგონიათ რომ გითვალთვალებთ...
 
 
***
გურულს ბევრი შვილი ყავს და ერთ დღესაც მამამ შეაპარა მორიდებით: 
- ხომ ხედავ, რავარი გაჭირვებული დროა, ძლივს ვირჩენთ თავს და აი ბაღნები ღმერთმა გაზარდოს და იქნება პაწე შეიკავოთ თავიო.
- რა ვქნა, მამა, ღმერთი მიგზავნისო!
- შე მამაძაღლო, ღმერთი წვიმასაც ქი აგზავნის, მარა ზონტიკის დაკავებას ვხვდები! 
 
 
***
გურული ქალი დასასვენებლად იყო ზღვაზე და რომ დაბრუნდა ენაზეც ზაგარი ქონდაო.
 
 
***
გურულს ავტობუსში ჯიბგირმა ჯიბეში ჩაუყო ხელი , მაგრამ გურულმა მიხვდა და მაჯაში სტაცა ხელი.
- რას შობი ბიჯო , არ გრცხვენია სულ?
- შემთხვევით მომივიდა ბატონო, ტუბერკულოზი მაქვს და ხელები მიკანკალებს 
- მერე ძამა ჩემი ჯიბე ბახმაროა თუ რა?!!!
 
 
***
სამხატვრო აკადემიაში 2 ბიჭი საუბრობს.
-ბიჭო, ღია მწვანე რა ფერებით მიიღება?
-ყვითელით და ცისფერით.
-უი, ბიჭო ცისფერზე გამახსენდა, გოჩა ჩერტკოევი როგორი მკაცრია არა?
 
 
***
მასწავლებელი გაკვეთილზე მოსწავლეებს ეკითხება:
– აბა, ბავშვებო, რომელი ცნობილი ადამიანის გმირობის გამეორებას ისურვებდით? – თამუნა, შენ მიპასუხე!
– მაია წყნეთელის, – პასუხობს თამუნა.
– ყოჩაღ. აბა, შენ მიპასუხე, გოგა!
– დავით აღმაშენებლის, – პასუხობს გოგა.
– ყოჩაღ, გოგა. მიხო, შენ რას მიპასუხებ?
– მე ჯაკომო კაზანოვას ყველა გმირობის გამეორება მინდა, – პასუხობს პატარა მიხო.
 
 
***
კაცმა თუთიყუში იყიდა, სახლში მიიყვანა, გალიაში ჩასვა და ფანჯრის რაფაზე შემოდგა. მეორე დღეს გაიარა პოლიციელმა. თუთიყუშმა დაინახა თუ არა დაუძახა:
– გათახსირებულო ძაღლო!
პოლიციელი პატრონთან მივიდა და დააჯარიმა. იგივე განმეორდა რამდენჯერმე. პატრონს ამდენი ჯარიმის გადახდა მობეზრდა და თუთიყუში მეზობლად მცხოვრებ ღვთისმსახურს მიაბარა. ერთი კვირის შემდეგ, პოლიციელმა ფანჯარას ჩაურა, მაგრამ თუთიყუშმა ხმა არ ამოიღო. პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაუარა ფანჯარას, მაგრამ თუთიყუშმა ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს პოლიციელი მივიდა და ეუბნება:
– რა, ვეღარ მცნობ? ეს ხომ მე ვარ, გათახსირებული ძაღლი.
– გვიან ინანიებ, შვილო ჩემო, – უპასუხა თუთიყუშმა.
 
 
***
ქმარი მივლინებაში მიდის და ცოლს ამშვიდებს:
 – ნუ ტირი, მთელი წლით ხომ არ მივდივარ. ერთი თვეში აქ ვიქნები.
– კი, აბა! მასე თქვი შარშანაც, მაგრამ მეორე დღესვე დამადექი თავზე და მომჭერი თავი იმ უცხო კაცთან!
 
 
***
ორი არაბი შეიხი საუბრობს:
 – ვგიჟდები მაღალი ტანის ქალებზე.
– მეც. ამას წინათ ორი კალათბურთის გუნდი შევირთე ცოლად.
 
 
***
ვაშლიჯვარში ქათმის ფერმას ცეცხლი გაუჩნდა. ერთი უბედურებაა. რა თქმა უნდა დარეკეს სახანძროში, ჩქარა მოდით მოგვეშველეთო. გადის დრო და სახანძრო აგვიანებს. კაი ხნის მერე რეკავენ ისევ ვაკიჯვარელები სახანძროში:
-კაი, აღარ გინდათ წყალი, ტყემალი წამეიღეთ ტყემალიიი
 
 
***
რას დალევთ, სერ?
-არაფერს, ერთხელ დავლიე და არ მომეწონა.
-სიგარას ხომ არ მოწევდით, სერ?
-არა გმადლობთ, ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა. და ცნობისთვის მე აქ ჩემს ვაჟს ველოდები…
-თუ სწორად მიგიხვდით, თქვენ ვაჟიც ერთი უნდა გყავდეთ, სერ…
 
 
***
ორი ძმაკაცი მოკვდება და მოხვდებიან ჯოჯოხეთში. ეშმაკი ეუბნება, რომ უნდა აირჩიონ ქართული ან ამერიკული ჯოჯოხეთი. ამერიკული ჯოჯოხეთის წესები ასეთია:
დილით უნდა შეჭამო 1 ვედრო მ***ერი ოქროს კოვზითო, მერე კიდე გულაობო, სასმელიც არის, კარგი საჭმელიც და ქალებიცო.
ქართულ ჯოჯოხეთშიც ყველაფერი იგივეა, უბრალოდ დილით ერთის მაგივრად, სამი ვედრო მძღნერი უნდა ჭამოო.
ერთი ძმაკაცი აირჩევს ამერიკულს, მეორე კი ქართულში წავა, იმიტო რო ამერიკულში ადგილები აღარ იყო. 1 წლის მერე ხვდებიან ერთმანეთს და გამოკითხავენ ამბებს. ამერიკულში ვინც იყო ამბობს, რო მე მაგრა ვგულაობო. ქართულში ვინც იყო ის ამბობს, რო მე უფრო მაგრად ვგულაობო.
ამერიკულში ვინც იყო გაუკვირდება: როგორო?!
ეს პასუხობს: ხან ვედრო არ არის, ხან მ***ერი არ არის, ეს ოქროს კოვზი კიდე სულ მოიპარესო და მე სულ ვგულაობო.






სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]